ანატომია და ხელოვნება

kidsuni
ადამიანს მუდამ აინტერესებდა სხეულის აგებულება და ცდილობდა მის შესწავლას ცოცხალ და გარდაცვლილ სხეულებზე დაკვირვების გზით. დაგროვილ ცოდნას ნახატები, ქანდაკებები და ხელოვნების სხვა ნიმუშები ასახავს.

დასაწყისში ცოდნა უმეტესწილად გამოყენებითი იყო. გამოქვაბულის კედელზე შესრულებული მამონტის გამოსახულება გამოკვეთილი გულით - სავარაუდოდ, ამ ნახატით მონადირეებს მამონტზე ნადირობისას შუბის მოხვედრის ადგილს მიუთითებდნენ.

შემდგომი ანატომიური ნახატები სამეცნიეროსთან შედარებით უფრო ხელოვნების თვალსაზრისით იძენს მნიშვნელობას. ამის მაგალითია ემბრიონის თვეების მიხედვით (10 თვე) განვითარების სტადიების (მარცხნიდან მარჯვნივ) ამსახველი იაპონური ხეზე შესრულებული ნახატი. ქალებს ყოველ თვეში სხვადასხვა ყვავილი უჭირავს, რაც იაპონიაში ორსულობის ამ ვადის სიმბოლოდ ითვლება.