სიმსუქნე ხელოვნებაში

kidsuni
ჭარბწონიანობა და სიმსუქნე სამწუხაროდ XXI საუკუნის ერთ ერთ ყველაზე ხშირ პათოლოგიად იქცა, რაც გამოწვეულია არასწორი კვებითი რეჟიმითა და მჯდომარე ცხოვრების წესით. ჭარბი წონა ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის მომატებას ნიშნავს.

ადრეული ხანის სკულპტურებში ჩანს ქალის სხეულის მრგვალი ფორმები, განსაკუთრებით საჯდომის, მუცლის და ბარძაყების მიდამოში (სურათები - Venus of Willendorf, 30000–22000 ჩვენს წელთაღრიცხვამდე; Venus of Lespugue, 34000–29000 ჩვენს წელთაღრიცხვამდე; Venus of Laussel - 25000–20000 ჩვენს წელთაღრიცხვამდე)

ჭარბწონიანობა განსაკუთრებით კარგად არის ასახული რუბენსის ტილოებში (ნახატები - ჰელენა ფოურმენი საქორწილო კაბაში, 1630-1631; ქალია პორტრეტი, 1626-1627). „რენესანსული სიმსუქნე“ საზოგადოების ‘’ელიტურ’’ ფენაში იყო გავრცელებული და სიმდიდრის ნიშნად აღიქმებოდა. აქვე წარმოგიდგენილია ცხიმოვანი ქსოვილის მიკროსკოპული სურათები.