ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ტუბერკულოზი

kidsuni
ჩვენ სხვადასხვა მიკროორგანიზმთან თანაარსებობა გვიწევს. ბევრი მათგანი ჩვენს სხეულზე ცხოვრობს, ზოგიც - სხეულის შიგნით. ამ მიკროორგანიზმთა უმრავლესობა უვნებელია და მათი არსებობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც შესაბამის პირობებში ინფექციური დაავადებების განვითარებას იწვევს. ერთ-ერთი ასეთი მიკროორგანიზმია მიკობაქტერია, რომელიც ტუბერკულოზის გამომწვევია. აღნიშნული ინფექციური დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს, მეოცე საუკუნემდე ის პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა. ტუბერკულოზმა ბევრი ხელოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითია მხატვარი ექსპრესიონისტი ამადეო მოდილიანი. ის ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა 1920 წლის 24 იანვარს. მისმა 8 თვის ფეხმძიმე მეუღლემ ჟანამ მეორე დღეს დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.