ლაბორატორია

ლაბორატორია - „ისწავლე კეთებით“


ლაბორატორია არის პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტრუქტურული ერთეული. მისი რესურსები და ინფრასტრუქტურა გამოიყენება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კვლევით აქტივობებში. ლაბორატორია აერთიანებს მიკრობიოლოგიურ, იმუნოლოგიურ და ბიოქიმიურ ერთეულებს.
სასწავლო პროცესში ლაბორატორიის გამოყენება გულისხმობს სტუდენტის მიერ კონკრეტული ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას. კერძოდ, პრაქტიკული აქტივობა ლაბორატორიაში გულისხმობს მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენებით მარტივი და კომპლექსური დიაგნოსტიკური ამოცანების შესრულებას. 
სასწავლო კურსის შინაარსის შესაბამისად ლაბორატორიული აქტივობა შეიძლება გულისხმობდეს:

  • თეორიული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას
  • 2 - მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული ამოცანებისა და პროექტების შესრულებას
  • 3 - ლაბორატორიული მონაცემებისა და შედეგების შეგროვებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას.

ამავდროულად, ლაბორატორია ის სივრცეა, სადაც ხორციელდება სტუდენტთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.