ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა


ბიბლიოთეკის შესახებ

„პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის“ (თსა) ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო, სამეცნიერო და კულტურულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლითა სარგებლობის საშუალებაც აქვთ თსა-ს სტუდენტებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციულ პერსონალს. ბიბლიოთეკის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკარი.

თსა-ს ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა. ბიბლიოთეკაში, მომხმარებლის / სტუდენტის გაწევრიანებისას, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მართვის ელექტრონული სისტემის - KOHA - მკითხველთა მოდულის შევსება ხდება საკონტაქტო მონაცემების მიხედვით - სახელი/გვარი, ეროვნება, ქალაქი, მისამართი/ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სწავლების წელი. უფასოა აგრეთვე, ბიბლიოთეკის, როგორც წიგნადი, ასევე, ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდით, პერიოდული გამოცემებით სარგებლობა და ინტერნეტმომსახურება.

თსა-ს ბიბლიოთეკის მისია

ეფექტიანი სერვისის და თანამედროვე რესურსების მიწოდების გზით, მიმზიდველი გარემოს შეთავაზება სტუდენტებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისა და კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების ხელშეწყობისთვის




სამუშაო საათები

დღე სამუშაო საათები
ორშაბათი9.00 - 21.00
სამშაბათი9.00 - 21.00
ოთხშაბათი9.00 - 21.00
ხუთშაბათი9.00 - 21.00
პარასკევი9.00 - 21.00
შაბათი10.00 - 18.00
კვირადასვენების დღე

რესურსების დაჯავშნა და რიდერის მომზადება

რესურსები

  • AMBOSS
  • მოტივირებული ექიმთა გუნდის მიერ შექმნილი ინტერაქტიული რესურსია, რომელიც კითხვების ბანკთან შერწყმულ 2000-ზე მეტ სამედიცინო თემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ კითხვების ბანკის 5000-მდე კითხვა კლინიკურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. ერთიან სივრცეში ყველა აუცილებელი რესურსის თავმოყრით AMBOSS უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის და მედიცინის სკოლებისთვის თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მიწოდებას. AMBOSS არის საიმედო ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც ეფექტურად არის გამოყენებული როგორც ელექტრონული (e-Learning), ასევე შერეული (Blended Learning) სასწავლო პროცესის ფარგლებში.

  • HINARI
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ძირითადი სამეცნიერო გამომცემლების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებით ლიტერატურის უმსხვილეს კოლექციაზე წვდომას უზრუნველყოფს. 125-ზე მეტი ქვეყნისთვის მისაწვდომია 21,000-მდე სამეცნიერო ჟურნალი, 69,000-მდე ელექტრონული წიგნი (eBook), 115-მდე სხვადასხვა საინფორმაციო რესურსი.

  • ELSEVIER
  • ნიდერლანდების სამეფოში დაფუძნებული გამომცემლობაა, რომელიც სპეციალიზირებულია სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო მომართულებით. თსა-ს ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წვდომას შემდეგ რესურსებზე: ონლაინ ციტირების მონაცემთა ბაზა Scopus, სამეცნიერო პუბლიკაციების ბაზა ScienceDirect , არსებული დაფინანსების სქემების მონაცემთა ბაზა Funding Institutional, ClinicalKey Sudent - ინტერაქტიული საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას 200-ზე მეტ ელექტრონულ სახელმძღვანელოზე (eBook), Complete Anatomy – 3D ტექნოლოგია, რომელიც შესაძლოა ეფექტურად გამოყენებული და ინტეგრირებული იყოს დისტანციური სწავლების პროცესში.

  • WEB OF SCIENSE
  • პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სამეცნიერო პუბლიკაციებზე.

  • TURNITIN
  • ინტერნეტ-დაფუძნებული პლაგიატის აღმომჩენი გადაწყვეტილება.


    თსა-ს ბიბლიოთეკა ასევე უზრუნველყოფს წვდომას შემდეგ რესურსებზე: