2021-06-27
მოხსენებები
თსა-ს პირველი კურის სტუდენტებმა ჰისტოლოგიის კურსის ფარგლებში შექმნეს ვიდეო და პოსტერის ტიპის პრეზენტაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის კანი, მისი აგებულება სხვადასხვა რასაში, ფოტოდაბერება და ა.შ.
მომხსენებელთა პირველი გუნდის პრეზენტაცია ეხებოდა კანის აგებულებას. სტუდენმტებმა ისაუბრეს თუ რა განსაზღვრავს განსხვავებული კანის ფერს, მის მუდმივობასა და ცვალებადობას, ასევე, განსხვავებულია თუ არა კანის ჰისტოლოგიური აგებულება სხვადასხვა რასის წარმომადგენლებში და ა. შ.
მომხსენებელთა მეორე გუნდის პრეზენტაცია კი კანის ფოტოდაბრებას და მის გამომწვევ მიზეზებს ეხებოდა. სტუდენტება განიხილეს უსაფრთხო რუჯი, პიგმენტური ლაქები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.