"COVID-19 ვაქცინაცია - მითები და რეალობა" 2021-09-03
2021 წლის 3 სექტემბერს სოაციალური კამპანია #მევზრუნავშენზე" ფარგლებში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) ჩაატარა ვებინარი "COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მითები და რეალობა". ღონისძიება მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების შესახებ. 
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ თსა-ს კურსდამთავრებულები (ვიკა გოტიაშვილი, ნინო გოგიჩაიშვილი, დავით გოგილაშვილი) და სტუდენტები (თათია ცნობილაძე, აისელ მირზოევა, გვანცა ზამთარაძე, დემეტრე ლაბაძე და ალექსანდრე საღლიანი).