პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
„სამკურნალო საქმე“ და „ინგლისურენოვანი მედიცინა“.
- განცხადებების მიღების ვადები: 2021 წლის 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
- კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და შესაბამისი ბრძანების გამოცემა განხორციელდება 2021 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მედიცინის სკოლის დეკანატს.