თსა-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი უკრაინაში 2021-11-02
თსა-ს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი უკრაინაში
პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) დელეგაცია ERASMUS+ პროექტ SAFEMED+ ფარგლებში (პროექტის კოორდინატორია თსა) ესტუმრა ი. ჰორბაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ვიზიტი ეძღვნებოდა ორ ძირითად მიმართულებას: უკრაინის ეროვნული ერასმუს ოფისის (NEO) მიერ SAFEMED+ პროექტის პრევენციულ მონიტორინგს და SAFEMED+ კურიკულუმის განვითარების კომიტეტის (CDC) პირველ გასვლით სხდომას.

თსა-ს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ია ავალიანი M.D., Ph.D., SAFEMED+ კოორდინატორი, თსა-ს რექტორის მრჩეველი; ცისანა ლომაშვილი M.D., SAFEMED+ კურიკულუმის განვითარების კომიტეტი, თსა-ს ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; აკაკი სეფაშვილი M.D., M.Sc., SAFEMED+ ხელმძღვანელი კომიტეტი, თსა-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი.

ვიზიტი მრავალმხრივ წარმატებული აღმოჩნდა. უკრაინის ეროვნული ერასმუს ოფისის პრევენციული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თსა პირველად არის მსგავსი პროექტის კოორდინატორი, SAFEMED+ პროექტის იმპლემენტაცია კარგად არის მართული. კიდევ ერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა SAFEMED+ პროექტის შედეგების დისემინაციაში.

SAFEMED+ შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თსა-ში სამედიცინო სასწავლო პროცესის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.