თსა-ში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა 2021-11-18
თსა-ში სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართა

18 ნოემბერს, პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) კონკურსის „ჯანდაცვის ადვოკატირება ხელოვნების მეშვეობით - ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ფარგლებში დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი - თინათინ სოზაშვილი
  • II ადგილი - აპოორვა ბიშტმა და პრაგია შარმამ გაინაწილეს
  • III ადგილი - აარიფ იუსუფ ნაზეერ

კონკურსი ეძღვნებოდა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც CanMed-ის ჩარჩოს მიხედვით ექიმის კომპეტენციების დემონსტრირებას ითვალისწინებს. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში თსა-ს სტუდენტებმა სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით მედიცინასა და ხელოვნებას შორის არსებული კავშირები გამოხატეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შექმნილი ნახატები, ვიდეორგოლები, ანიმაცია, ნაკეთობა და პოეზია.