რესპირაციული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიება 2021-11-22
რესპირაციული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიება
რესპირაციული დაავადებების თვესთან დაკავშირებით პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ამ თემის განხილვას მიეძღვნა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კვლევაში “პულმონური რეაბილიტაციის სერვისის დანერგვა საქართველოში”. მათ სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება კვლევაში მონაწილეობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ზემოაღნიღნიშნული კვლევა, რომელიც ბირმინგემის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა, ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ გააცნო სტუდენტებს. თავის მხრივ, სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს მომავალშიც მოეწყოს მსგავსი შეხვედრები რესპირაციული დაავადებების მქონე პაციენტებთან.

ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგი საკითხების გარშემო: ფილტვის კიბო და სხვა რესპირაციული დაავადებები პლანეტარული ჯანმრთელობის ჭრილში (რისკ - ფაქტორები: თამბაქო, ჰაერის დაბინძურება) და ფილტვის კიბო/რესპირაციული დაავადებები და ვაქცინაცია.

“ძალიან ინფორმაციული ღონისძიება იყო, განსაკუთრებით საინტერესო იყო უშუალოდ პაციენტების ისტორიების მოსმენა. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, ეს სტუდენტებს გვაძლევს დიდ მოტივაციას უფრო აქტიურად ჩავერთოთ არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ექსტრა კურიკულურ აქტივობებშიც” - რიშუ შაჰი, ინგლისურენოვანი მედიცინის სტუდენტი.