ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
2021-11-26
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

#გაანარინჯისფერესამყარო

გენდერული ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, თსა-მ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ექსპერტმა სოფიო ტაბაღუამ, ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ნეგატიური ზეგავლენისა და შედეგების შესახებ. სტუდენტები ასევე გაეცნენ ჟურნალ National Geographic-ის ფოტოგრაფის, თათა კვაჭაძის  ობიექტივით დანახულ დოკუმენტურ ფოტოპროექტს, რომელშიც წარმოდგენილი იყო გენდერული ნიშნით ძალადობისაგან დაზარალებული ქალების ისტორიები.


თსა სოლიდარობას უცხადებს  გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება.