Erasmus+ SPRING პროექტი 2021-12-03
Erasmus+ SPRING პროექტი

თბილისის სამედიცინო აკადემიამ, Erasmus+ SPRING პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტთა გუნდის სამუშაო ვიზიტს. 

  • Kastytis Šmigelskas - Lithuanian University of Health sciences - ლიეტუვა, კაუნასი
  • Antoniya Yanakieva - Medical University  - ბულგარეთი, სოფია
  • Surmach Marina - Grodno State Medical University - ბელორუსია, გროდნო
  • Sandugash Tussupbekova - Asfendiyarov Kazakh National Medical University -   ყაზახეთი, ალმათი

 პროექტის მიზანია ჩართულ პარტნიორ ქვეყნებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო განათლების ხარისხის გაზრდა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პროცესში. ასევე, პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება.

ვიზიტის პროცესში ფოკუს ჯგუფებთან ჩატარდა განმავითარებელი აკადემიური, სამეცნიერო და პროფესიული შეხვედრები/შეფასებები.