UNITE 2021 წლის გლობალური სამიტი 2021-12-06
UNITE 2021 წლის გლობალური სამიტი

 

გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე, თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ჯაში მონაწილეობას მიიღებს UNITE 2021 წლის გლობალური სამიტში.

UNITE 2021 წლის გლობალური სამიტი ჯანდაცვის წამყვანი სააგენტოების მომხსენებლებისა და ექსპერტების მონაწილეობით დღეს იწყება და სამი დღის განმავლობში გაგრძელდება. სამიტში მონაწილეობენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი, UNITE დამფუძნებელი და პრეზიდენტი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე, Uniteaid -ის საბჭოს პრეზიდენტი მარისოლ ტურენი და სხვ.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: uniteglobalsummit.org