რეზიდენტურაში მიღების შესახებ 2022-02-11
რეზიდენტურაში მიღების შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - რადიოლოგია .

ადგილების რაოდენობა: 2


რეზიდენტურაში მიღება მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2022 წლის 14 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.


წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. განცხადება აკადემიის რექტორის ირინე შოთაძის სახელზე (განცხადების ფორმა )

  2. რეზიუმე

  3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი

  4. პირადობის მოწმობის ასლი

  5. მაძიებლის მოწმობის ასლი

ჩარიცხვა მოხდება მაძიებლების მიერ მიღებული ქულების გათვალისწინებით და მათთან ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე.


გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]


საკონტაქტო ინფორმაცია:

599 51 85 80

ნინო უზნაძე