ღია კარის დღეები თსა-ში
2022-03-01
ღია კარის დღეები თსა-ში

ძვირფასო აბიტურიენტებო!

თსა გიწვევთ ღია კარის დღეებზე - #1დღეთსაში
10 მარტი 16:00-17:30
24 მარტი 16:00-17:30

მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე ჩაატაროთ სამედიცინო პროცედურები:

  • პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;
  • ინტრავენური მიდგომები - პერიფერულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;
  • ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;
  • ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;

ასევე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თსა-ს სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას და აკადემიის სტუდენტების დახმარებით, თავად ჩაატაროთ გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები:

  • ბაქტერიული ნაცხის დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ
  • მყარ და თხიერ საკვებ ნიადაგებზე მიკრობიოლოგიური ნიმუშის დათესვა

თქვენ  მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო  და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ. 

მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სესიაზე დასაშვებია 20 აბიტურიენტის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი: სარეგისტრაციო ბმული

გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!

#040

#თსა