თავის ტვინის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
2022-03-18
თავის ტვინის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
რა აკავშირებს ერთმანეთთან ნაწლავსა და თავის ტვინს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ნაწლავის მიკრობიომს ჩვენს განწყობაზე, ქცევაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? - ამ საკითხებთან დაკავშირებით თსა-ს სამეცნიერო კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტების ჩართულობით დისკუსია გაიმართა.
ნაწლავის მიკრობების გარკვეული ტიპები დაკავშირებულია ფსიქიკური დაავადებების გაზრდილ რისკთან, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება, დეპრესია და აუტიზმი - სწორედ ამ თემების ირგვლივ წარმოადგინეს სტუდენტებმა პრეზენტაციები და მიმოიხილეს უახლესი ინოვაციური მტკიცებულებები ამ ახალი და საინტერესო სფეროდან.