თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ 2022-03-19
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ

თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!

ცხადდება მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი პროგრამები რადბაუდის უნივერსიტეტში, (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეგენი) Erasmus+ მობილობის ფარგლებში. მობილობა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ რადბაუდის საზაფხულო სკოლის კურსებში და მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში. მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით. დაფინანსება მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯს, საზაფხულო კურსის საფასურს და დღიურ ანაზღაურებას (€1120 + €530 მგზავრობის ხარჯი).

აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის, კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ტრეინინგის შედეგების დისემინაცია თსა-ს პერსონალს შორის ტრეინინგის, სამუშაო შეხვედრის ან ლექციების განხორციელების გზით.  

მობილობის პერიოდები: 27 ივნისი - 1 ივლისი, 4-8 ივლისი, 11-15 ივლისი, 8-12 აგვისტო, 15-19 აგვისტო
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 დღე ტრეინინგ კურსი + 2 დღე მგზავრობისათვის)
მობილობის ენა: ინგლისური

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა (https://forms.gle/ooENhXJs1o5X3Dba7) არაუგვიანეს 22 მარტისა  

მობილობის მიმართულებები და დამატებით ინფორმაცია კურსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილი ლინკის საშუალებით

https://www.ru.nl/radboudsummerschool/courses/overview-courses-2022/

მხედველობაში იქონიეთ, რომ კურსებზე მონაწილეობის მიღებისათვის რეგისტრირდებით მხოლოდ ჩვენს მიერ მოწოდებული სააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება თსა-ს შესარჩევი კომისიისა და რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ Erasmus+ კოორდინატორს: [email protected]

მადლობას გიხდით დაინტერესებისაათვის და წარმატებას გისურვებთ.