ინტეგრირებული ქეისებისა და დავალების შექმნა 2022-03-22
ინტეგრირებული ქეისებისა და დავალების შექმნა
თსა-ს სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე - ინტეგრირებული ქეისებისა და დავალების შექმნა.
შეხვედრას უძღვებოდნენ პროფ. იოუკ დენეკენსი და პროფ. ჰერმან ვან როსემი (ანტვერპენი, ბელგია). ტრენინგის მიზანი იყო ინტეგრირებული მოდულების ფარგლებში სასწავლო პროცესის ჰარმონიზაცია. ტრენერებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს შემდეგი მიმართულებით - სტუდენტზე და პაციენტზე ორიენტირებული პროგრამა და როგორ შევქმნათ ინტეგრირებული დავალება.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები, რომლებიც ახორციელებენ ინტეგრირებულ მოდულს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გუნდურად ემუშავათ ინტეგრირებულ დავალებებზე და მიეღოთ უკუკავშირი ბელგიელი კოლეგებისგან.