დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
2022-03-21
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2022 წლის კამპანიის მთავარი გზავნილი არის #ინკლუზიანიშნავს. ინკლუზია გულისხმობს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური გამოწვევებისა, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სრულყოფილად ინტეგრირდეს საზოგადოებაში და იცხოვროს თანასწორ, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში.
ამ თარიღთან დაკავშირებით თსა-მ ორგანიზაცია „მზის შვილების“ წარმომადგენლებსა და ბენეფიციარ ბავშვებს უმასპინძლა. სტუმრებმა თსა-ს სტუდენტებთან ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და შშმ პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევის აუცილებლობაზე.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და საქართველო მას 2012 წლიდან უერთდება.

#დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე #მზისშვილები