აპრილის თვის ღია კარის დღეები თსა-ში 2022-03-28
აპრილის თვის ღია კარის დღეები თსა-ში

აპრილის თვის ღია კარის დღეები თსა-ში

ძვირფასო აბიტურიენტებო!

თსა გიწვევთ აპრილის თვის ღია კარის დღეებზე - #1დღეთსაში

4 აპრილი - 16:00-18:00

14 აპრილი - 16:00-18:00

28 აპრილი - 16:00-18:00

მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე ჩაატაროთ სამედიცინო პროცედურები:

  • პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;
  • ინტრავენური მიდგომები - პერიფერულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;
  • ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;
  • ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;

ასევე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ თსა-ს სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას და აკადემიის სტუდენტების დახმარებით, თავად ჩაატაროთ გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები:

  • ბაქტერიული ნაცხის დათვალიერება მიკროსკოპის ქვეშ;
  • მყარ და თხიერ საკვებ ნიადაგებზე მიკრობიოლოგიური ნიმუშის დათესვა.

თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო  და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ.

მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ სესიაზე დასაშვებია 20 აბიტურიენტის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი:   სარეგისტრაციო ბმული

გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!

#040

#თსა