ონლაინ სემინარი - „ენდოკარდიტი" 2022-03-30
ონლაინ სემინარი - „ენდოკარდიტი
თსა-ს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ სემინარი თემაზე „ენდოკარდიტი - ST-ელევაციური ინფარქტის იშვიათი მიზეზი. კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული საბაზისო მიმოხილვა“. სემინარს უძღვებოდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანიის ქ. შტუდგარტის კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი, კარდიოლოგი რევაზ ჯორბენაძე.

მომხსენებლმა შეხვედრაზე დეტალურად წარმოადგინა ენდოკრადიტთან დაკავშირებული როგორც სამეცნიერო, ასევე კლინიკური ინფორმაცია, აღნიშნული ნოზოლოგიის დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომები. განიხილა იშვიათი შემთხვევების, მათ შორის, ST-ელევაციური ინფარქტის ტიპით გამოვლენილი ენდოკარდიტის შემთხვევის ანგარიში (ე.წ. Case report).

სემინარს ესწრებოდნენ თსა-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ისევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე პრაქტიკოსი ექიმები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ მოსაზრებები მომხსენებლისთვის, მოესმინათ მის, როგორც ექსპერტის აზრი ენდოკარდიტის არასტანდარტული შემთხვევების მართვის შესახებ.