აუტიზმის მსოფლიო დღე - ფოტოგამოფენა თსა-ში 2022-04-02
აუტიზმის მსოფლიო დღე - ფოტოგამოფენა თსა-ში
თსა-ში ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფის სანდრო დარსაველიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს მიეძღვნა. სანდრო აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდაა, რომელიც თავის ემოციებს ფოტოებით გადმოსცემს. მისი ხელოვნება კარგად ასახავს ქალაქის რიტმს და ლანდშაფტს, საინტერესოდ გამოხატავს სოციალურ თემატიკას.

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას საზოგადოებაში. მსგავსი ღონისძიებებით, თსა ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას.