მემორანდუმები ახალ უნივერსიტეტებთან 2022-04-14
მემორანდუმები ახალ უნივერსიტეტებთან

თსა-მ თურქეთის ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა. ამ უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ თურქეთის თანამედროვე მედიცინის განვითარებაში.

თურქეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თსა-ს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.  

  • სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშა (სტამბოლი) - სტამბოლის უნივერსიტეტის ორად გაყოფის შედეგად წარმოქმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თავად სტამბოლის უნივერსიტეტი, უძველესი უნივერსიტეტია თურქეთში და ერთ-ერთი უძველესი - ევროპაში, რომელიც 1453 წელს დაფუძნდა.  უნივერსიტეტის ფაკულტეტებს დიდი ისტორია აქვს. ჯერაჰფაშას მედიცინის ფაკულტეტი, კი - 1827 წელს დაარსდა. 
  • ათათურქის უნივერსიტეტი (ერზურუმი) - ერთ-ერთი უდიდესი და ისტორიული უნივერსიტეტი თურქეთში. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მისიაა მოამზადოს კვალიფიციური ექიმები, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია, შეთვისებული აქვთ ეთიკური პრინციპები და ესმით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა.
  • საქარიის უნივერსიტეტი (საქარია) - პირველი და ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მიიღო ISO-2002 ხარისხის სერტიფიკატი და "EFQM ბრწყინვალების ხარისხის სერტიფიკატი კომპეტენციაში.
  • ლოქმან ჰექიმის უნივერსიტეტი (ანკარა) - მთლიანად სამედიცინო უნივერსიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტის მენეჯმენტი მართავს არაერთ მაღალი ხარისხის კლინიკას და ერთ-ერთი გამორჩეული დაწესებულებაა კვლევის მიმართულებით.

ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდებას, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სასწავლო/კვლევით აქტივობებში ჩართვას.