სეზონური სკოლა „მედიცინა და ხელოვნება 2022“ 2022-04-29
სეზონური სკოლა „მედიცინა და ხელოვნება 2022“

თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტის „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ ფარგლებში ჩატარდა სეზონური სკოლა „მედიცინა და ხელოვნება 2022“.

სეზონური სკოლის ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ ინტერაქტიური შეხვედრები, რომელთა დროს განხილულ იქნა მიკრობიოლოგიის, ჰისტოლოგიის, ანატომიის, უჯრედის ბიოლოგიის კორელაციები ხელოვნებასთან. მსმენელებმა ასევე განახორციელეს მარტივი ექსპერიმენტები ლაბორატორიაში და გაეცნენ სიმულაციური სწავლების შესაძლებლობებს.

სეზონური სკოლის მსმენელებს თსა-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად მასპინძლობდნენ სტუდენტები: თამარ დანდურიშვილი, ლიზი მოყვანიძე, მარიამ ჯორბენაძე, ია ბარაბაძე, მარიამ ბერძენიშვილი და საბა ჩიქობავა.

პროექტი „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის დაფინანსებით.
#TMA
#SRNSFG