ტრენინგი SAFEMED+ პროქტის ფარგლებში 2022-05-04
ტრენინგი SAFEMED+ პროქტის ფარგლებში

Erasmus პროექტის SAFEMED+-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტებში OSCE -გამოცდების სრულყოფისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით ტრენინგი ჩატარდა. კურიკულუმის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ტრენინგს იტალიაში, კატანიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

თსა-დან ტრენინგს ესწრებოდნენ ცისანა ლომაშვილი, ერთსაფეხურიანი პროგრამის ხელმძღვანელი  და მანანა კუთხაშვილი, ასოცირებული პროფესორი შინაგან მედიცინაში.  
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, სანტიაგო დე კომპოსტელას (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორებმა ვიქტორ არჩემ და სერხიო ჩინზამ აუდიტორიას გააცნეს სადგურების ტიპები, კლინიკური შემთხვევის არჩევის და მისი საშუალებით სადგურის დავალების შექმნის პრინციპები. ასევე, განიხილეს საბაზისო გულ-ფილტვის რეანიმაციის სადგური და შესაბამისი კლინიკური შემთხვევა. ტრენინგის მონაწილეებს ესპანელი კოლეგების მიერ მიეცათ დავალება ვორქშოპის ფარგლებში შეექმნათ საკუთარი კლინიკური „ქეისი“ და აეწყოთ ჩექლისტი შესაბამისი შეფასების სისტემით მიცემული სქემის შესაბამისად. 

ტრენინგის მესამე დღე მიეძღვნა კომუნიკაციური უნარების სწავლებასა და შეფასებას სამედიცინო კურიკულუმის ფარგლებში და აღნიშნულ პროცესებში სტანდარტული პაციენტის(SP)ჩართულობას. აღნიშნულ თემაზე მოხსენება გააკეთა ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, პროექტის ფარგლებში კლინიკური ხაზის კომუნიკაციის მიმართულების ექსპერტმა - ლინა ზაბულიენემ; იმავე უნივერსიტეტის გუნდმა როლური თამაშის საშუალებით აუდიტორიას წარუდგინა პაციენტთან „კარგი“ და „ცუდი“ კომუნიკაციის ნიმუშები. 

იტალიელმა კოლეგებმა ტრენინგის მონაწილეებს ასევე დაათვალიერებინეს საუნივერსიტეტო კლინიკა, მისი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და ბიბლიოთეკა. 

 

ტრენინგს ესწრებოდნენ კონსორციუმის ევროპული და პარტნიორი ქვეყნების ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლები:  კატანიას უნივერსიტეტი, ვილნიუსის უნივერსიტეტი, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ტერნოპილის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბუკოვინის უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჰაი ბუსაკის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა), დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.


„ტრენინგი ძალიან ღირებული და სასარგებლო იყო. ვიმედოვნებთ,  მიღებული ცოდნა და ევროპელი პარტნიორების მიერ გაზირებული გამოცდილება ძალიან დაეხმარება თსა-ს OSCE გუნდის წარმომადგენლებს ამ ტიპის გამოცდების განვითარებასა და სრულყოფაში“ - ცისანა ლომაშვილი.