სტუდენტური დებატები 2022-05-11
სტუდენტური დებატები

სტუდენტური დებატები თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრადიციას წარმოადგენს. აღნიშნულ ღონისძიებას ყოველსემესტრულად ვმართავთ და მოვიაზრებთ, რომ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებით თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიაში.

თუმცა დებატების მიზანი, ვფიქრობთ, არა მხოლოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიაა, არამედ თქვენი ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაც, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტირებული მსჯელობა, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა. მიმდინარე სემესტრში დებატები განახლებული ფორმატით, პოსტერული კონფერენციის ფორმით, ჩატარდება.

 ღონისძიება მთლიანად თქვენზეა ორიენტირებული. შესაბამისად,გთავაზობთ ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიოთ  თემატიკა. ამისათვის მიჰყევით ბმულს და ჩაერთეთ გამოკითხვაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თსა-ს მეილით წვდომა.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო დღე - 16 მაისი

თბილისის სამედიცინო აკადემია წინასწარ მადლობას გიხდით ჩართულობისთვის და გისურვებთ წარმატებას!