თსა-ს დელეგაცია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს ეწვია. 2022-05-23
თსა-ს დელეგაცია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს ეწვია.
თსა-ს დელეგაცია ERASMUS+ პროექტის SAFEMED+-ის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს (ესპანეთი) ეწვია.

დელეგაციის წევრებისათვის (აკაკი სეფაშვილი, ბერიკა კიკნაძე, ია ავალიანი, ცისანა ლომაშვილი და თამარ გიორგობიანი) გაიმართა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) დაგეგმვისა და იმპლემენტაციის ჭრილში. დელეგაციის წევრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კომპოსტელას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ OSCE-ის გამოცდას.

ამასთან, თსა არის SAFEMED+ პროექტის კოორდინატორი და შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების მართვის ჯგუფის წევრებსა და თსა-ს კლინიკური უნარ- ჩვევების ცენტრის წარმომადგენლებთან, აკაკი სეფაშვილთან და ბერიკა კიკნაძესთან. მხარეებმა განიხილეს SAFEMED+ პროექტის მიმდინარეობა და შუალედური მოხსენებისთვის არსებული მდგომარეობა.

თსა-სთან ერთად, OSCE-ის შეხვედრებს ესწრებოდნენ კონსორციუმის წევრი ქვეყნების (საქართველო, ლიეტუვა, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა) სამედიცინო უნივერსიტეტების დელეგაციები.