ITC2022 2022-06-06
ITC2022
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მონაწილეობით და მხარდაჭერით 2022 წლის 16-18 ივნისს გაიმართება „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022”.

კონგრესი წარმოადგენს სამედიცინო და ესთეტიკური დერმატოლოგიის საკითხებზე უახლესი სამეცნიერო მონაცემების, გამორჩეული ექსპერტების პირადი გამოცდილებისა და დარგის სხვადასხვა ასპექტის გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას.

2022 წლის 16 ივნისს „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესის - ITC2022“ ფარგლებში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია უმასპინძლებს დერმატოქირურგიის კურსს.

„დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC2022“ ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი MG-ISE-22-125).

ღონისძიებას მინიჭებული აქვს „უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭო“-ს (EACCME®) აკრედიტაცია.

„დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესის - ITC2022“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდს