კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
2022-10-07
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

აზისური მედიცინის  მიმართულება:

 

  • პათოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი);
  • გენეტიკა-ბიოქიმიის დეპარტამენტი - ასისტენტი (2 ადგილი); 
  • ფიზიოლოგია/ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • ანატომია/ჰისტოლოგია/ემრიოლოგიის დეპარტამენტი - ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტი (2 ადგილი);

 

 

ლინიკური მედიცინის მიმართულება:

 

  • შინაგანისნეულებები - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2  ადგილი);
  • ლაბორატორიულიმედიცინა - ასოცირებული პროფესორი (3 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);  
  • მეანობა-გინეკოლოგია- ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი);
  • პედიატრია- ასოცირებული-პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი);  
  • საზოგადოებრივიჯანდაცვა -   ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი); 
  • კლინიკურიუნარ-ჩვევები - ასისტენტი (2 ადგილი);
  • ანესთეზიოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • საოჯახომედიცინა - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • რადიოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • ზოგადიქირურგია - ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • ტრავმატოლოგია- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • გადაუდებელიმედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი);
  • დერმატოვენეროლოგია- პროფესორი (1 ადგილი); 

 

 

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • ნასამართლეობის ცნობა;
  • კონკურსში მონაწილობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
    • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
    • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;  
    • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
    • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).

 

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
  • კლინიკური მიმართულებით  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს  შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
  • კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმადამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის  სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

      

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა   უნდა წარმოადგინოს:

 

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის  სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო  3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

 

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
  • კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა   - უნდა წარმოადგინოს კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან;

 

პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

 

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 07-09 ნოემბრის 11-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა [email protected];

 

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 17 ნოემბერს.