მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
2022-10-11
მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

მენტალურ ჯანმრთელობას არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ადამიანის კეთილდღეობაში, ვიდრე ფიზიკურს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მენტალური დაავადებების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ეს დაავადებები ბევრი ადამიანისთვის მაინც ბურუსითაა მოცული და მრავალ სტიგმასთან არის დაკავშირებული.

მეცნიერთა კლუბის ორგანიზებით ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. თსა-ს სტუდენტებმა აუდიტორიას წარუდგინეს პრეზენტაციები მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა თემას: კვებითი აშლილობა, დეპრესია, ჰორდინგის დაავადება, მკურნალობის გზები და სხვ. მოწვეულმა ფსიქიატრმა დიანა ვერდაძემ ისაუბრა თუ რა ფორმით გვხვდება საქართველოში მენტალურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმა. მიმოიხილა საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მენტალური დაავადებები, მათი გამომწვევი ფაქტორები, მკურნალობის გზები და მათთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევები.