კონკურსი - რადიოლოგიასა და დერმატოლოგიაში
2022-10-11
კონკურსი - რადიოლოგიასა და დერმატოლოგიაში

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე -

  • რადიოლოგია (5 ადგილი)
  • დერმატოვენეროლოგია (7 ადგილი)

რეზიდენტურაში მიღება მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2022 წლის 12-21  ოქტომბრის  ჩათვლით. 

წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ფორმა)
  2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. მაძიებლის მოწმობის ასლი
  5. რეზიუმე (CV)
  6. ფოტო-სურათი

ჩარიცხვა მოხდება მაძიებლების მიერ მიღებული ქულების გათვალისწინებით და მათთან ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში.

 

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 51 85 80

ნინო უზნაძე

რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი