სტრუქტურირებული ზეპირი გამოცდა
2022-11-10
სტრუქტურირებული ზეპირი გამოცდა

სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ინიციატივითა და მხარდაჭერითთსა-ში პირველი სემესტრის სტუდენტებს სტრუქტურირებული ზეპირი გამოცდა (SOE) ჩაუტარდათ. გამოცდას წინ უძღოდა პედაგოგების/გამომცდელების ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები. გამოცდის მიზანი იყო - სტუდენტის მიერ ანატომიის, ფიზიოლოგიის, ჰისტოლოგიის სასწავლო კურსების და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესიების ფარგლებში შეძენილი ცოდნის ვერბალიზაციის უნარის შეფასება.

ზეპირი სტრუქტურირებული გამოცდა მოიცავდა   სამ სადგურს:

  • · თითოეულ სადგურზე სტუდენტს ხვდებოდა გამომცდელი ერთ-ერთი სასწავლო კურსიდან (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია);
  • · თითოეულ სადგურზე სტუდენტის დაყოვნდება  იყო  15 წუთი;
  • · სტუდენტების შეფასება ხდებოდა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.