თბილისის სამედიცინო აკადემია

„სოფლის ექიმის 6 დღე“ - პანელური დისკუსია
2022-12-20
„სოფლის ექიმის 6 დღე“ - პანელური დისკუსია
ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ მონაწილე სტუდენტებმა პანელური დისკუსია გამართეს. თსა-ს სტუდენტებმა ნინო გაგუამ, მარიამ მამისაშვილმა, ელენე გუბელაძემ, ნანუკა ყაჭიურმა, მარიამ ჯორბენაძემ და ირინკა ისიანიმა თანატოლებს გაუზიარეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები.

საუბრის ძირითადი დრო დაეთმო პროექტის მონაწილე სტუდენტების მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, სხალთაში, დაბა ხულოსა და ღორჭომში ჩატარებულ ექსპედიციას. გოგოებმა აუდიტორიას გააცნეს მაღალმთიანი აჭარის ექიმების მრავალფეროვანი ცხოვრება და თანატოლებს საკუთარი პერსპექტივიდან დანახული ექიმის პროფესია გაუზიარეს. სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივ სოფლის ექიმებთან ერთად ცხოვრობდნენ და მათ ყოველდღიურ ყოფასა და სამუშო პროცესს ფოტოკამერით აღბეჭდავდნენ. ასევე, ფოტოების პარალელურად ჩანაწერებსაც აკეთებდნენ.

ტრანს-დისციპლინური ხასიათის პროექტი, რომელიც თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას და მისიას ეხმიანება, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აამაღლოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობა და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა ფოტოგამოფენა და გამოიცა ჟურნალი, რომელიც პროექტის მონაწილე სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოებს და მათ ჩანაწერებს აერთიანებს.