თბილისის სამედიცინო აკადემია

ათათურქის უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში
2023-01-25
ათათურქის უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში
თბილისის სამედიცინო აკადემიამ ათათურქის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში თსა-ს ათათურქის უნივერსიტეტის რექტორი ომერ ჩომაკლი, სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორები და საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სამუშაო ვიზიტის მიზანი იყო თსა-სა და ათათურქის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პროექტების განხილვა. ამავდროულად, განახლდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თსა-ს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამეცნიერო თუ კულტურული აქტივობების განხორციელებას, კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა ათათურქის უნივერსიტეტისა და სამედიცინო ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო ინოვაციების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმება თურქი სტუდენტების საქართველოში ვიზიტი, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქართულ სატრენინგო პროექტში და ასევე, დაიგეგმება თსა-ს სტუდენტების ვიზიტი ათათურქის უნივერსიტეტის კვლევით კლინიკაში.

ათათურქის უნივერსიტეტი თსა-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, თსა-ს სტუდენტებმა ათათურქის უნივერსიტეტის კვლევით კლინიკაში საზაფხულო სტაჟირება გაიარეს.