2020-10-30

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ ორგანიზებული კიბოს სკრინინგის საყოველთაო გავრცელების ხელშემწყობი პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით შესრულდა √

თსა-სა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე თსა-ს მიერ ორგანიზებული პროექტისა და კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროექტის ხელმძღვანელმა და კვლევაში ჩართულმა სტუდენტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.

თსა აგრძელებს შესაბამისს ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით.