მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
2021-01-26
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, აცხადებს 10 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე:

-სამკურნალო საქმე (5ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (5 ადგილი)

• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 28 იანვრიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

• თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, სტუდენტს გადალახული ჰქონდეს თსა-ში 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგ საგნებში:
-ქართული ენა და ლიტერატურა - 40%;
-ბიოლოგია 45%
-უცხო ენა - (სამკურნალო საქმე 50%, მედიცინა-ინგლისურენოვანი 75%),
-ქიმია/ფიზიკა/მათემატიკა - 45%;

• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით, კრედიტების აღიარება მოხდება 150 კრედიტის ფარგლებში.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ეეგ-ზე მიღებული ქულების შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.

• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა 17 თებერვლის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]