საბავშვო უნივერსიტეტი -
2021-03-11
საბავშვო უნივერსიტეტი - "მედიცინა და ხელოვნება"
10 მარტს პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ თბილისის სამედიცინო აკადემიას, სადაც დაათვალიერეს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, შეასრულეს საინტერესო კლინიკური მანიპულაციები, მოინახულეს ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და გაეცნნენ ანატომიური მაგიდის (Anatomage) შესაძლებლობებს.
პროექტის წარმატებულ მონაწილეებს ღონისძიებაზე გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
საბავშვო უნივერსიტეტი "მედიცინა და ხელოვნება" განკუთვნილი იყო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და გულისხმობდა მათთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით.