2018-01-15
ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე
:
- რადიოლოგია (კვოტა 11 მაძიებელი)
- ენდოკრინოლოგია (3 მაძიებელი)
- მეანობა-გინეკოლოგია (3 მაძიებელი).
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება - 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
რეზიდენტურაში სწავლის ღირებულება - 130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
წარმოსადგენი საბუთების სია:
- CV/რეზიუმე საკონტაქტო მონაცემების, ტელეფონის ნომრის და ელ. ფოსტის მითითებით
- უმაღლესი სამედიცინო სკოლის დასრულების დიპლომის და დიპლომის დანართის ასლები
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151-ისა.
- პირადობის მოწმობის ასლი
- ორი ფოტოსურათი (3x4).
რეზიდენტურაში ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქეთევან წამებულის გამზ., 51/2 (მეტრო 300 არაგველის პირდაპირ), პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია,
III სართული, ოთახი 304 (ტელეფონი 2 91 24 84,
599 29 83 48). საბუთების მიღების საათები - 10.00 – 18.00 (შესვენება - 13.00-14.00)