2018-06-14
თსა-მ 6 წლით მოიპოვა ავტორიზაცია
ახალი გვერდი თსა-ს ისტორიაში!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მოხარულია განაცხადოს,
რომ თსა-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა სასწავლო-
კვლევითი აქტივობების განხორციელების უფლება 2018 წლიდან 2024 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ავტორიზაციის პროცესში საქართველოს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულნი იყვნენ
საერთაშორისო ექსპერტებიც, რომელთაც დადებითად შეაფასეს თსა-ში მიმდინარე
პროცესები.
თსა ულოცავს ამ წარმატებას აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს,
პედაგოგიურ პერსონალს და ადმინისტრაციას და მადლობას უხდის ავტორიზაციის
პროცესში ჩართულ ყველა პირს გაწეული შრომისა და ენთუზიაზმისათვის.