პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსს
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბაზისური და ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი:
- ბიოქიმია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- მიკრობიოლოგია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი:
- სისხლძარღვთა ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- სხივური დიაგნოსტიკა და თერაპია - პროფესორი (1 ადგილი)
სტომატოლოგიის დეპარტამენტი
- ქირურგიული სტომატოლოგია - პროფესორი (1 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- ავტობიოგრაფია (CV)
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;
- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი.
პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
- მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 15 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი - 304. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა [email protected]; ვებგვერდი www.tma.edu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 მაისს.