2019-09-24
სამეცნიერო ფესტივალი თსა-ში
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო დისკუსია "მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში. თსა-ში პირველი შეხვედრა დაეთმო „ლაბორატორიული მედიცინა და პაციენტთა უსაფრთხოების“ საკითხს, რომელსაც უძღვებოდნენ: -პროფესორი იან ნოუვენი, როტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი; -პროფესორი თომას შრადერი, ბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი; -პროფესორი ოტტო დაპუნტი, ოდინბურგის კლინიკის გულ-სისხლძარღვთა განყოფილება. თსა-ში სამეცნიერო დისკუსიები გრძელდება: -26 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მედიცინა“ -27 სექტემბერს ჩატარდება სემინარი - სამეცნიერო გამოფენა: „შეეხე მედიცინას“.