24 ოქტომბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა, მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ვიცე-პრეზიდენტის, ტარეკ ეზინის საჯარო ლექცია თემაზე: "ჯანდაცვის როლი მედიცინაში". ტარეკ ეზინის საჯარო ლექციას დაესწრნენ, როგორც თსა-ს სტუდენტები, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.