შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
2019-12-06
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
შიდსის დაავადებასთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია: „ყველაფერი შიდსის შესახებ“. თსა-ს სტუდენტებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია შიდსის დაავადებაზე, მასთან ბრძოლის და პრევენციის საშუალებების შესახებ. შეხვედრა ატარებდა არამხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, არამედ ინტერაქტიულს და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ლექციას უძღვებოდა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, მაია ცინცაძე.