თსა ელექტრონულ სწავლებაზე გადადის
2020-03-13

2020 წლის 16 მარტიდან პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) განახორციელებს სასწავლო პროცესს დისტანციურად, Google Classroom და Google Meet სერვისების საშუალებით. სტუდენტებს არა მხოლოდ მიეწოდებათ სასწავლო მასალები, არამედ ლექცია/სემინარების მსვლელობისას სრული ინტერაქციის შესაძლებლობაც ექნებათ.

აღნიშნული პროცესისათვის მზადება თსა-ში 2020 წლის 6 მარტიდან დაიწყო:
• შემუშავდა სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის კონცეფცია,
• წარმატებით ჩატარდა დისტანციური ლექცია/სემინარების დემო რეჟიმში ტესტირება,
• გაიმართა სასწავლო პროცესის ცხრილი,
• მომზადდა ინსტრუქციები სტუდენტებისათვის და ლექტორებისათვის,
• სტუდენტებს საკუთარ პორტალზე მიეწოდა თსა-ს ინსტიტუციური პირადი ელექტრონული ფოსტის დეტალები.