კონკურსი
2020-03-24


თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  სკოლებში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის  სკოლა:
• ეპიდემიოლოგია  -  ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• ჯანმრთელობის ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული პრაქტიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
• გლობალური ჯანმრთელობა - ასისტენტ-პროფესორი  (1 ადგილი)

მედიცინის სკოლა:
• ტრავმატოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
• ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
• ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
•  პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
•  სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
•  ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ  დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
• ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
• გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
• აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
• სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
• სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
•  ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);
• სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
•  ინგლისური ენის   პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
•  ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 27-29 აპრილს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge;

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 07 მაისს.