თსა-ს და AMBOSS თანამშრომლობა
2020-04-24


AMBOSS წარმოადგენს მოტივირებული ექიმთა გუნდის მიერ შექმნილ ინტერაქტიულ რესურსს, რომელიც კითხვების ბანკთან შერწყმულ 20000-ზე მეტ სამედიცინო თემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კითხვების ბანკში 5000-მდე კითხვა კლინიკურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. ერთიან სივრცეში ყველა აუცილებელი რესურსის თავმოყრის გზით AMBOSS უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის და მედიცინის სკოლებისთვის თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მიწოდებას.

დღევანდელ რთულ პირობებში აკადემიური უწყვეტობის მხარდამჭერი გლობალური საგანმანთალებლო ფონდის აქტივობის სახით AMBOSS თანამშრომლობს პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიასთან და უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის და პერსონალისთვის საკუთარ რესურსებზე წვდომას.