საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია "დემენცია, ალცჰაიმერის და ნევროლოგიური დარღვევები"
2020-05-11

მიმდინარე წლის მაისში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა, გელა ბესელიამ, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის "დემენცია, ალცჰაიმერის და ნევროლოგიური დარღვევები" (Euro Dementia 2020) ფარგლებში წარმოადგინა მოხსენება "პრეფრონტალური ქერქის ნეიროტრანსმიტერული მარკერების და სივრცითი მეხსიერების მოდულაცია მსხვილუჯრედოვანი ბაზალური ბირთვის ქოლინერგული და გაემ-ერგული ნეირონებით". აღნიშნული მოხსენება წარმოადგენდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შედეგების ნაწილს, რომელიც შესრულდა ბატონი გელას ხელმძღვანელობით და თსა-ს სტუდენტების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტი  ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან თანამშრომლობით პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა.   
მეტი საერთშორისო ონლაინ კონფერეციის შესახებ: https://dementia.psychiatryconferences.com/