თსა-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.
2017-06-28

თსა-ს რექტორი, ქალბატონი ირინე შოთაძე და აკადემიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტს, აჯინკია კულკარნის ISCOMS-ის (სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესი ბიოსამედიცინო მეცნიერებების დარგში) საპატიო ელჩად არჩევას.

ISCOMS-ის საპატიო ელჩების ტრადიცია სათავეს იღებს 2006 წლიდან. დღეისათვის, ყოველ წლიურად, ასობით კანდიდატიდან ირჩევა 75-მდე ელჩი, რომლებიც ხელს უწყობენ თანატოლების ჩართვას და აქტივობებს საერთაშორისო ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში მსოფლიოს 28 ქვეყანაში.

თსა მხარს უჭერს ახალბედა ელჩს მის წამოწყებებში და გამოთქვამს იმედს, რომ აჯინკია კულკარნი ზედმიწევნით შეასრულებს დასახულ ამოცანებს. ვთვლით, რომ მისი ხელშეწყობით, როგორც თსა-ს ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ეზიარებიან საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობას.