მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე
2021-05-31

ეს თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1987 წლიდან აღინიშნება და აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე კეთდება. ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი არა მხოლოდ თამბაქოს მოხმარების შემცირება, არამედ თამბაქოსთვის თავის დანებებაა. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო მასშტაბური კამპანია სახელწოდებით: დროა უარი თქვა თამბაქოზე - Commit to Quit. კამპანია მიზნად ისახავს სხვადასხვა ინიციატივებითა და ღონისძიებებით მსოფლიო მასშტაბით მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომელთაც სურთ თამბაქოსთვის თავის დანებება. მსოფლიოში, დაახლოებით 780 მილიონი ადამიანი ამბობს, რომ სურს გათავისუფლდეს ამ მავნე ჩვევისგან, თუმცა, მათგან მხოლოდ 30%-ს აქვს შესაძლებლობა გამონახოს სხვადასხვა საშუალება, რაც დაეხმარება თამბაქოზე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების გადალახვაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პატრნიორებთან ერთად მუდმივად მუშაობს თამბაქოს საწინააღმდეგო სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივაზე. თბილისის სამედიცინო აკადემია აცნობიერებს ექიმების სოციალური პასუხისმგებლობის როლს და უერთდება კამპანიას - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე.